ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი, დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის თარგმანმცოდნეობის კათედრა, აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტი, კულტურის კვლევების ს/ს ინსტიტუტი და ისრაელის ცენტრი 2024 წლის 22-23 მარტს გამართავენ ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, ჯემალ აჯიაშვილის, დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
ქართველოლოგია
თარგმანმცოდნეობა
ლიტერატურათმცოდნეობა
აღმოსავლეთმცოდნეობა
დასავლეთევროპული ენები და ლიტერატურა
კავკასიოლოგია
ამერიკანისტიკა
სლავისტიკა
რუსეთისმცოდნეობა
ფილოსოფია
კულტურის კვლევები
ხელოვნება
ისტორია
ეთნოლოგია
არქეოლოგია
ინტერდისციპლინური კვლევები
სამუშაო ენა: ქართული.
რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
მსჯელობა – 5 წუთი;
მნიშვნელოვანი თარიღები:
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 22-23 მარტი, 2024
თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა – 28 თებერვალი, 2024
ელ.ფოსტა: tsuconference@tsu.ge
გამოიცემა კონფერენციის თეზისების კრებული (ელექტრონული და ბეჭდური), რომელიც აიტვირთება თსუ ბიბლიოთეკის რეპოზიტორზე და ინდექსირებული იქნება GOOGLE SCHOLAR-ის ბაზაში.
საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, ekaterine.navrozashvili@tsu.ge
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი N 204, თბილისი, საქართველო.
დანართში იხ. თეზისების გაფორმების წესი.